Saturday, April 2, 2011

პრესა

      მე მივყვები ჩემს ჩვეულ რიტმს და გავაგრძელებ  იმ "რაღაცების" ჩამოთვლას ,რომელთა საშუალებითაც ჩვენ შეგვიძლია რაიმე ინფორმაციის მიღება .  ამ პოსტში გაგესაუბრებით პრესაზე . მოგახსენებთ ჩემს აზრს დღევანდელ პრესასთან დაკავშირებით , მოვიშველიებ წყაროებს პრეს-ინდუსტრიის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.
     დღეს პრესას როდესაც ვახსენებთ მაშინვე  მოდის  ჟურნალ-გაზეთების ასოციაცია. ჟურნალ-გაზეთებში კი რა ხდება? რედაქტორს რაც უნდა ის ხდება ზოგადად. ზოგი ამას სიტყვის თავისუფლებას "აბრალებს" , ზოგი  ჟურნალისტებს ადანაშაულებელ ჭორების შეთხზვაში , ზოგიც კი  გულიანად იჯერებს ყველაფერს რასაც  ჟურნალ-გაზეთებში წაიკითხავს. რეალურად კი რას ვხვდებით დღევანდელ პრესაში? (პასუხი)- რას და "კარგ" შემთვევაში ბევრ კროსვორდს, "სასაცილო" ანეკდოტებს, ვიღაცების ანონიმურ  chat-აობას , ვკითხულობთ ცნობილი ხალხის სექსუალურ  ფანტაზიებს,  ვის რომელ ბანანზე აუსრიალდა ფეხი და რატომ და სხვა ასეთი "საინტერესო " ფაქტები. "უკეთეს" შემთვევაში კი , რაც ძირითადად გაზეთებს ეხება, ვკითხულობთ   დღევანდელი ხელისუფლების  "გათათხვას" ,   რას გვიშვება ეს მთავრობა?!, თურმე მიშამ მოახდინა 9 ბალიანი მიწისძვრა იაპონიაში   ეკონომიკური კრიზისი რომ გამოეწვია და ფასების ზრდა ( მე მოვიგონე ეს არსად წერია, მაგრამ არაა გამორიცხული მალე შევხვდეთ) , თურმე არ შეიძლება პრეზიდენტს საცრემლე ჯირკვლები ჰქონდეს , პლიუს ამისა ემოციები რომ ეს ჯირკვლები აამოქმედოს . ჩვენმა "გრეჩიხამ" ყველაფერი გააძვირა გრეჩიხის გარდა. ასეთი განცხადებების ბოლოს  კვლავ კროსვორდები და ანეკდოტები ,ოღონდ ამჯერად მიშაზე.
     კარგი რა არის პრესაში? მე ძირითადად ათასში ერთხელ რაიმეს  მომცემ  წყაროს თუ წავაწყდები ხოლმე იმ შემთხვევაში ვკითხულობ ჟურნალ-გაზეთს. ცნობილი ადამიანების ცხოვრებით ძირითადად არ ვინტერესდები , მაგრამ ხდება ისეც რომ სათაურად გამოქვეყნებულ საოცარ კითხვებზე პასუხს დავუწყებ ხოლმე ცალი თვალით ძებნას...

   ამხელა რაღაცის დაწერა ნამდვილად არ მქონდა იდეაში , ალბათ ოპოზიციონერებს პროტესტი გაუჩნდებათ ჩემი სტატიის წაკითხვისას , მაგრამ მოვუწოდებ არ ჩაკლან თავიანთ თავში პროტესტი . ( მე არ ვარ მიშისტი, რეალისტი ვარ ) . და სურვილი პრესასთან დაკავშირებით იქნებოდა მეტი საგანმანათლებო და  რეალური რამეების წერა :))