განათლება
Thursday, May 5, 2011
Thursday, April 7, 2011
ილია ჭავჭავაძე . ilia un ilia
მეცხრამეტე საუკუნეში საქართველოს ჰყავდა ორი პროვიდენციალი პიროვნება :ილია ჭავჭავაძე და ივანე მაჩაბელი. ქართული პრობლემა შეიძლება ამ ორი პიროვნების შესწავლით აიხსნას.
საინტერესო სტატიაა საქართველოს პრობლემასა და ილიას ღვაწლთან დაკავშირებით :))
საინტერესო სტატიაა საქართველოს პრობლემასა და ილიას ღვაწლთან დაკავშირებით :))
Saturday, April 2, 2011
პრესა
მე მივყვები ჩემს ჩვეულ რიტმს და გავაგრძელებ იმ "რაღაცების" ჩამოთვლას ,რომელთა საშუალებითაც ჩვენ შეგვიძლია რაიმე ინფორმაციის მიღება . ამ პოსტში გაგესაუბრებით პრესაზე . მოგახსენებთ ჩემს აზრს დღევანდელ პრესასთან დაკავშირებით , მოვიშველიებ წყაროებს პრეს-ინდუსტრიის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.
დღეს პრესას როდესაც ვახსენებთ მაშინვე მოდის ჟურნალ-გაზეთების ასოციაცია. ჟურნალ-გაზეთებში კი რა ხდება? რედაქტორს რაც უნდა ის ხდება ზოგადად. ზოგი ამას სიტყვის თავისუფლებას "აბრალებს" , ზოგი ჟურნალისტებს ადანაშაულებელ ჭორების შეთხზვაში , ზოგიც კი გულიანად იჯერებს ყველაფერს რასაც ჟურნალ-გაზეთებში წაიკითხავს. რეალურად კი რას ვხვდებით დღევანდელ პრესაში? (პასუხი)- რას და "კარგ" შემთვევაში ბევრ კროსვორდს, "სასაცილო" ანეკდოტებს, ვიღაცების ანონიმურ chat-აობას , ვკითხულობთ ცნობილი ხალხის სექსუალურ ფანტაზიებს, ვის რომელ ბანანზე აუსრიალდა ფეხი და რატომ და სხვა ასეთი "საინტერესო " ფაქტები. "უკეთეს" შემთვევაში კი , რაც ძირითადად გაზეთებს ეხება, ვკითხულობთ დღევანდელი ხელისუფლების "გათათხვას" , რას გვიშვება ეს მთავრობა?!, თურმე მიშამ მოახდინა 9 ბალიანი მიწისძვრა იაპონიაში ეკონომიკური კრიზისი რომ გამოეწვია და ფასების ზრდა ( მე მოვიგონე ეს არსად წერია, მაგრამ არაა გამორიცხული მალე შევხვდეთ) , თურმე არ შეიძლება პრეზიდენტს საცრემლე ჯირკვლები ჰქონდეს , პლიუს ამისა ემოციები რომ ეს ჯირკვლები აამოქმედოს . ჩვენმა "გრეჩიხამ" ყველაფერი გააძვირა გრეჩიხის გარდა. ასეთი განცხადებების ბოლოს კვლავ კროსვორდები და ანეკდოტები ,ოღონდ ამჯერად მიშაზე.
კარგი რა არის პრესაში? მე ძირითადად ათასში ერთხელ რაიმეს მომცემ წყაროს თუ წავაწყდები ხოლმე იმ შემთხვევაში ვკითხულობ ჟურნალ-გაზეთს. ცნობილი ადამიანების ცხოვრებით ძირითადად არ ვინტერესდები , მაგრამ ხდება ისეც რომ სათაურად გამოქვეყნებულ საოცარ კითხვებზე პასუხს დავუწყებ ხოლმე ცალი თვალით ძებნას...
ამხელა რაღაცის დაწერა ნამდვილად არ მქონდა იდეაში , ალბათ ოპოზიციონერებს პროტესტი გაუჩნდებათ ჩემი სტატიის წაკითხვისას , მაგრამ მოვუწოდებ არ ჩაკლან თავიანთ თავში პროტესტი . ( მე არ ვარ მიშისტი, რეალისტი ვარ ) . და სურვილი პრესასთან დაკავშირებით იქნებოდა მეტი საგანმანათლებო და რეალური რამეების წერა :))
![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEjfNgdLslWc3k8MgDkvArAPieSkbPPolJeEiwcU9KxHUrRXTYsZBEVcP3ax5G42flqyLz-qltGr975UwIWVMBB3dU-UVEvi9B_aSUucXTm_jmKS3UPGyYpIHG9xZMToImhMT86xIdNhWDY/s320/free_press.jpg)
კარგი რა არის პრესაში? მე ძირითადად ათასში ერთხელ რაიმეს მომცემ წყაროს თუ წავაწყდები ხოლმე იმ შემთხვევაში ვკითხულობ ჟურნალ-გაზეთს. ცნობილი ადამიანების ცხოვრებით ძირითადად არ ვინტერესდები , მაგრამ ხდება ისეც რომ სათაურად გამოქვეყნებულ საოცარ კითხვებზე პასუხს დავუწყებ ხოლმე ცალი თვალით ძებნას...
![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEgCS5sT52437ATD-YMXAyAutJY5cY0gbJNPRkb16wunrm3J5nsykWfUgC6KyzI1p1CIeC2lTWhAxZlfiPoHhqovVt8YztB1VGcjorsSbQNqBGJEl-vgxSI4LbYP_Y1d5x_jeMO-j1uQLxw/s320/Stei081213_med.jpg)
Wednesday, March 30, 2011
ბიბლიოთეკა
როგორც მოგეხსენებათ წინა პოსტში წიგნზე ვსაუბრობდით , მის წარმომავლობაზე , მნიშვნელობაზე და ასე შემდეგ. ლოგიკურად გადასვლა რომ გამოგვივიდეს მოდით ბიბლიოთეკას შევეხოთ. როგორც ვიცით, ბიბლიოთეკა არის საზოგადოებრივი დანიშნულების ადგილი, სადაც არის ბევრი წიგნი და ნებისმიერ მსურველს შეუძლია შესვლა და წაკითხვა. ბიბლიოთეკა არის განათლების ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრი. ბიბლიოთეკაში შეგვიძლია მოვიძიოთ სხვადასხვა დოკუმენტური მასალები , ხელნაწერები და სხვა. ალბათ გაგიგონიათ და მეც ხშირად მითქვამს "ჩემი სახლის ბიბლიოთეკა", როდესაც ვგულისხმობთ ჩვენს სახლებში წიგნებით გავსებულ თაროებს. მინდა ვუთხრა ყველას (მათ შორის ჩემ თავს ) რომ ბევრ წიგნს არ ჰქვია ბიბლიოთეკა. ამ სიტყვას უფრო ფართო პროფილის ახსნა აქვს და უფრო ბევრს ნიშნავს ვიდრე "ბევრი წიგნი".
ბიბლიოთეკა (ბერძნ. bibliothēkē < biblion - წიგნი და thēkē - საცავი), კულტურულ-საგანმანათლებლო და დამხმარე სამეცნიერო დაწესებულება, ბეჭდვით ნაწარმოებთა საზოგადოებრივი სარგებლობის ორგანიზატორი. სისტემატურად კრებს ბეჭდვითს ნაწარმოებებს, იცავს მათ, უწევს პროპაგანდას და გასცემს მკითხველებზე, ატარებს აგრეთვე საინფორმაციო-ბიბლიოგრაფიულ მუშობას.
ეგვიპტის ქალაქ ალექსანდრიის საიდუმლოებით მოცული
ბიბლიოთეკა ანტიკური, ამ სიტყვის უფრო ფართო გაგებით, მეცნიერების ცენტრი იყო. როცა ეს ბიბლიოთეკა განადგურდა, ლაპარაკობდნენ “კოლექტიური მეხსიერების” დაკარგვაზე. მეხსიერების აღდგენას ვერ აუვა, მაგრამ თანამედროვე კულტურისთვის მნივშნელოვან საქმეს ეწია ადამინთა ის ჯგუფი, ვინც გადაწყვიტა, ამ ბიბლიოთეკისთვის ახალი სიცოცხლე შთაებერა.
ბიბლიოთეკები საქართველოში
საქართველოში ბიბლიოთეკების ისტორია უკავშირდება მონასტრების საქმიანობას. ეკლესია-მონასტრების დაარსებისთანავე წიგნსაცავის შექმნაზე ზრუნავდნენ. ყველა ეკლესია-მონასტერს თავისი წიგნსაცავი ჰქონდა. ბიბლუოთეკებს ძირითადად შემოწირული წიგნები შეადგენდნენ. X საუკუნეში უკვე მოწესრიგებული ჩანს წიგნების დაცვის, სარგებლობისა და აღნუსხვა-აღწერის საქმე. წიგნით სარგებლობა მხოლოდ საცავში შეიძლებოდა. დიდ კულტურულ-სამწიგნობრო ცენტრებს, რომლებიცგრიგოლ ხანძთელის თაოსნობით VIII-IX საუკუნეებში ტაო-კლარჯეთში შეიქმნა, თავისი ბიბლიოთეკა ჰქონდა.
ინტერნეტში "სირბილის" დროს აღმოვაჩინე ერთი ჩემნაირი დამწყები ბლოგერის ბლოგი რომელიც საინტერესოდ გამოთქვამს გულისტკივილს საქართველოში არსებულ ბიბლიოთეკებთან დაკავშირებით. გადავწყვიტე თქვენც დაგაინტერესდებოდათ.http://annie-friendsblog.blogspot.com/2010/05/blog-post_23.html
p.s ამ პოსტში განზრახ არ ვახსენებ ონლაინ ბიბლიოთეკებს რადგან ამ კონკრეტულ შემთხვევაში ბიბლიოთეკამდე წიგნმა მიგვიყვანა და ვისურვებდი ყოველთვის წიგნს მივყავდეთ და არა კლავიატურას ...
Tuesday, March 29, 2011
წიგნი
წიგნი - ინფორმაციის მნიშვნელოვანი საშუალება, ცოდნის გავრცელების, განათლებისა და აღზრდის იარაღი. წიგნის ტექსტების ფიქსირება ხდება ფურცლებზე ნიშნების, ასოების ან სხვა გრაფიკული გამოსახულებების საშუალებით, რომლებიც აღიქმება ვიზუალურად. (გამონაკლისია წიგნები უსინათლოთათვის, რომლებიც ბრაილის შრიფტით არის დაწერილი.)
თანამედროვე წიგნი წარმოადგენს ყუაში ჩამაგრებული ტექსტებისა და ილუსტრაციების შემცველი ფურცლების კოდექსბლოკს გარე დამცველი ელემენტებითურთ (ყდა, გარეკანი) და ნაბეჭდი გვერდების განსაზღვრული რაოდენობით - იუნესკოს რეკომენდაციების შესატყვისად - ნაბეჭდ თაბახზე მეტი ე.ი. არანაკლებ 48 გვერდისა.
ცოდნის გადაცემის უპირველესი მეთოდი კაცობრიობის ისტორიაში ზეპირი გადაცემა იყო. ძველი ცივილიზებული სახელმწიფოების მეცნიერები ცდილობდნენ ინფორმაციის გადაცემას უფრო სისტემური მეთოდებით — წერილობითი სახით, რამაც პიქტოგრამების,იეროგლიფებისა და ანბანების გაჩენა გამოიწვია. ქაღალდის გაჩენამდე კი ადამიანები წერდნენ ყველაფერზე, რაც ხელთ მოხვდებოდათ — თიხის ფირფიტებზე, კედლებზე, ფოლადის ნაჭრებზე და ხის მერქანზე.
ძველ დროში ჩამოყალიბდა წიგნის კონსტრურების ორგანიზაცია — ფირფიტების ან ფურცლების ერთობლიობა, რომლებიც შეკრული იყო ოზმის ან ბლოკის სახით. XIII საუკუნიდან ევროპაში წიგნის საწარმოებლად უკვე ქაღალდს იყენებდნენ.
Sunday, March 27, 2011
რა არის განათლება? ( ჩემი აზრით)
საინტერესო სიტყვაა "განათლება". ზოგი ხშირად ამ სიტყვის გამოთქმისას შეცდომას უშვებს, განათლება- განათებაში ერევათ, ჩვენ დავცინით და ლოგოპედთან წასვლას ვურჩევთ ხოლმე. მაგრამ , ვცდებით ! სწორედ რომ, შემთხვევით თუ განზრახ ამ ორი სიტყვის ერთმანეთთან დაკავშირება არაა შეცდომა. განათლება არის წყარო (განათების წყარო) რომელიც ანათებს ადამიანის გონებას. თითქმის ყველაფერი რასაც ჩვენს გარშემო ვამჩნევთ განათლების საშუალებითაა შექმნილი.(ხო მართლა, სიტყვა ლოგოპედის მნიშვნელობაც კი არ გვეცოდინებოდა იმ "ენა-ბლუ" ადამიანებისთვის რომ გვერჩია) . ყურადსაღებია ასევე ,რომ ამ ორი სიტყვას წინ უნდა დავურთოთ სიტყვა -კარგი. ანუ კარგი განათ(ლ)ება. თუ ნებას დამრთავთ ილიას "მგზავრის წერილიდან"მოვიყვან მაგალითს. როდესაც, "სომეხმა დახლიდარმა" ყველა ფარდა კარგად ჩამოაფარა გონებაში , ჩააბნელა და ელოდა რუსი "განმანათლებელი" ოფიცრის სანთლის შემოტანას... მაგრამ სანთელს განა რა სინათლე აქვს?! ჩვენ გვჭირდება უფრო დიდი განათება რაც უფრო დიდ განათლებას მოგვცემს. ხოდა , მივედით ამ ბლოგის იდეამდეც. მე შევეცდები ჩემს და მკითხველის გონებაში დიდი "პროჟექტორი" შევიტანო და უფრო გავაღრმავო ცოდნა და განათლება დედამიწაზე არსებულ განათლების წყაროებთან დაკავშირებით. :)) დიდი მადლობა ჩემი მოქარაგმული ტექსტის წაკითხვისთვის :))
Subscribe to:
Posts (Atom)