Sunday, March 27, 2011
რა არის განათლება? ( ჩემი აზრით)
საინტერესო სიტყვაა "განათლება". ზოგი ხშირად ამ სიტყვის გამოთქმისას შეცდომას უშვებს, განათლება- განათებაში ერევათ, ჩვენ დავცინით და ლოგოპედთან წასვლას ვურჩევთ ხოლმე. მაგრამ , ვცდებით ! სწორედ რომ, შემთხვევით თუ განზრახ ამ ორი სიტყვის ერთმანეთთან დაკავშირება არაა შეცდომა. განათლება არის წყარო (განათების წყარო) რომელიც ანათებს ადამიანის გონებას. თითქმის ყველაფერი რასაც ჩვენს გარშემო ვამჩნევთ განათლების საშუალებითაა შექმნილი.(ხო მართლა, სიტყვა ლოგოპედის მნიშვნელობაც კი არ გვეცოდინებოდა იმ "ენა-ბლუ" ადამიანებისთვის რომ გვერჩია) . ყურადსაღებია ასევე ,რომ ამ ორი სიტყვას წინ უნდა დავურთოთ სიტყვა -კარგი. ანუ კარგი განათ(ლ)ება. თუ ნებას დამრთავთ ილიას "მგზავრის წერილიდან"მოვიყვან მაგალითს. როდესაც, "სომეხმა დახლიდარმა" ყველა ფარდა კარგად ჩამოაფარა გონებაში , ჩააბნელა და ელოდა რუსი "განმანათლებელი" ოფიცრის სანთლის შემოტანას... მაგრამ სანთელს განა რა სინათლე აქვს?! ჩვენ გვჭირდება უფრო დიდი განათება რაც უფრო დიდ განათლებას მოგვცემს. ხოდა , მივედით ამ ბლოგის იდეამდეც. მე შევეცდები ჩემს და მკითხველის გონებაში დიდი "პროჟექტორი" შევიტანო და უფრო გავაღრმავო ცოდნა და განათლება დედამიწაზე არსებულ განათლების წყაროებთან დაკავშირებით. :)) დიდი მადლობა ჩემი მოქარაგმული ტექსტის წაკითხვისთვის :))
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment