ბიბლიოთეკა (ბერძნ. bibliothēkē < biblion - წიგნი და thēkē - საცავი), კულტურულ-საგანმანათლებლო და დამხმარე სამეცნიერო დაწესებულება, ბეჭდვით ნაწარმოებთა საზოგადოებრივი სარგებლობის ორგანიზატორი. სისტემატურად კრებს ბეჭდვითს ნაწარმოებებს, იცავს მათ, უწევს პროპაგანდას და გასცემს მკითხველებზე, ატარებს აგრეთვე საინფორმაციო-ბიბლიოგრაფიულ მუშობას.
ეგვიპტის ქალაქ ალექსანდრიის საიდუმლოებით მოცული
ბიბლიოთეკა ანტიკური, ამ სიტყვის უფრო ფართო გაგებით, მეცნიერების ცენტრი იყო. როცა ეს ბიბლიოთეკა განადგურდა, ლაპარაკობდნენ “კოლექტიური მეხსიერების” დაკარგვაზე. მეხსიერების აღდგენას ვერ აუვა, მაგრამ თანამედროვე კულტურისთვის მნივშნელოვან საქმეს ეწია ადამინთა ის ჯგუფი, ვინც გადაწყვიტა, ამ ბიბლიოთეკისთვის ახალი სიცოცხლე შთაებერა.
ბიბლიოთეკები საქართველოში
საქართველოში ბიბლიოთეკების ისტორია უკავშირდება მონასტრების საქმიანობას. ეკლესია-მონასტრების დაარსებისთანავე წიგნსაცავის შექმნაზე ზრუნავდნენ. ყველა ეკლესია-მონასტერს თავისი წიგნსაცავი ჰქონდა. ბიბლუოთეკებს ძირითადად შემოწირული წიგნები შეადგენდნენ. X საუკუნეში უკვე მოწესრიგებული ჩანს წიგნების დაცვის, სარგებლობისა და აღნუსხვა-აღწერის საქმე. წიგნით სარგებლობა მხოლოდ საცავში შეიძლებოდა. დიდ კულტურულ-სამწიგნობრო ცენტრებს, რომლებიცგრიგოლ ხანძთელის თაოსნობით VIII-IX საუკუნეებში ტაო-კლარჯეთში შეიქმნა, თავისი ბიბლიოთეკა ჰქონდა.
ინტერნეტში "სირბილის" დროს აღმოვაჩინე ერთი ჩემნაირი დამწყები ბლოგერის ბლოგი რომელიც საინტერესოდ გამოთქვამს გულისტკივილს საქართველოში არსებულ ბიბლიოთეკებთან დაკავშირებით. გადავწყვიტე თქვენც დაგაინტერესდებოდათ.http://annie-friendsblog.blogspot.com/2010/05/blog-post_23.html
p.s ამ პოსტში განზრახ არ ვახსენებ ონლაინ ბიბლიოთეკებს რადგან ამ კონკრეტულ შემთხვევაში ბიბლიოთეკამდე წიგნმა მიგვიყვანა და ვისურვებდი ყოველთვის წიგნს მივყავდეთ და არა კლავიატურას ...
No comments:
Post a Comment