Wednesday, March 30, 2011

ბიბლიოთეკა

როგორც მოგეხსენებათ წინა პოსტში  წიგნზე ვსაუბრობდით , მის  წარმომავლობაზე , მნიშვნელობაზე და ასე შემდეგ. ლოგიკურად გადასვლა რომ გამოგვივიდეს მოდით ბიბლიოთეკას შევეხოთ. როგორც ვიცით, ბიბლიოთეკა არის საზოგადოებრივი დანიშნულების ადგილი, სადაც არის  ბევრი წიგნი და ნებისმიერ მსურველს შეუძლია შესვლა და წაკითხვა. ბიბლიოთეკა არის განათლების  ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრი. ბიბლიოთეკაში შეგვიძლია მოვიძიოთ სხვადასხვა დოკუმენტური მასალები , ხელნაწერები და სხვა. ალბათ გაგიგონიათ და მეც ხშირად მითქვამს  "ჩემი სახლის ბიბლიოთეკა", როდესაც ვგულისხმობთ ჩვენს სახლებში  წიგნებით გავსებულ თაროებს. მინდა ვუთხრა ყველას (მათ შორის ჩემ თავს ) რომ  ბევრ წიგნს არ ჰქვია ბიბლიოთეკა. ამ სიტყვას უფრო ფართო პროფილის ახსნა აქვს და უფრო ბევრს ნიშნავს ვიდრე "ბევრი წიგნი".


 ბიბლიოთეკა (ბერძნ. bibliothēkē < biblion - წიგნი და thēkē - საცავი), კულტურულ-საგანმანათლებლო და დამხმარე სამეცნიერო დაწესებულება, ბეჭდვით ნაწარმოებთა საზოგადოებრივი სარგებლობის ორგანიზატორი. სისტემატურად კრებს ბეჭდვითს ნაწარმოებებს, იცავს მათ, უწევს პროპაგანდას და გასცემს მკითხველებზე, ატარებს აგრეთვე საინფორმაციო-ბიბლიოგრაფიულ მუშობას.


ეგვიპტის ქალაქ ალექსანდრიის საიდუმლოებით მოცული
ბიბლიოთეკა ანტიკური, ამ სიტყვის უფრო ფართო გაგებით, მეცნიერების ცენტრი იყო. როცა ეს ბიბლიოთეკა განადგურდა, ლაპარაკობდნენ “კოლექტიური მეხსიერების” დაკარგვაზე. მეხსიერების აღდგენას ვერ აუვა, მაგრამ თანამედროვე კულტურისთვის მნივშნელოვან საქმეს ეწია ადამინთა ის ჯგუფი, ვინც გადაწყვიტა, ამ ბიბლიოთეკისთვის ახალი სიცოცხლე შთაებერა.
ბიბლიოთეკები საქართველოში


საქართველოში ბიბლიოთეკების ისტორია უკავშირდება მონასტრების საქმიანობას. ეკლესია-მონასტრების დაარსებისთანავე წიგნსაცავის შექმნაზე ზრუნავდნენ. ყველა ეკლესია-მონასტერს თავისი წიგნსაცავი ჰქონდა. ბიბლუოთეკებს ძირითადად შემოწირული წიგნები შეადგენდნენ. X საუკუნეში უკვე მოწესრიგებული ჩანს წიგნების დაცვის, სარგებლობისა და აღნუსხვა-აღწერის საქმე. წიგნით სარგებლობა მხოლოდ საცავში შეიძლებოდა. დიდ კულტურულ-სამწიგნობრო ცენტრებს, რომლებიცგრიგოლ ხანძთელის თაოსნობით VIII-IX საუკუნეებში ტაო-კლარჯეთში შეიქმნა, თავისი ბიბლიოთეკა ჰქონდა.



ინტერნეტში  "სირბილის" დროს აღმოვაჩინე ერთი ჩემნაირი დამწყები ბლოგერის ბლოგი რომელიც საინტერესოდ გამოთქვამს გულისტკივილს საქართველოში არსებულ ბიბლიოთეკებთან დაკავშირებით. გადავწყვიტე თქვენც დაგაინტერესდებოდათ.http://annie-friendsblog.blogspot.com/2010/05/blog-post_23.html


p.s  ამ პოსტში განზრახ არ ვახსენებ ონლაინ ბიბლიოთეკებს რადგან ამ კონკრეტულ შემთხვევაში ბიბლიოთეკამდე წიგნმა მიგვიყვანა და ვისურვებდი ყოველთვის წიგნს მივყავდეთ და არა კლავიატურას ...

Tuesday, March 29, 2011

წიგნი


წიგნი - ინფორმაციის მნიშვნელოვანი საშუალება, ცოდნის გავრცელების, განათლებისა და აღზრდის იარაღი. წიგნის ტექსტების ფიქსირება ხდება ფურცლებზე ნიშნების, ასოების ან სხვა გრაფიკული გამოსახულებების საშუალებით, რომლებიც აღიქმება ვიზუალურად. (გამონაკლისია წიგნები უსინათლოთათვის, რომლებიც ბრაილის შრიფტით არის დაწერილი.)
თანამედროვე წიგნი წარმოადგენს ყუაში ჩამაგრებული ტექსტებისა და ილუსტრაციების შემცველი ფურცლების კოდექსბლოკს გარე დამცველი ელემენტებითურთ (ყდა, გარეკანი) და ნაბეჭდი გვერდების განსაზღვრული რაოდენობით - იუნესკოს რეკომენდაციების შესატყვისად - ნაბეჭდ თაბახზე მეტი ე.ი. არანაკლებ 48 გვერდისა.    
       
ცოდნის გადაცემის უპირველესი მეთოდი კაცობრიობის ისტორიაში ზეპირი გადაცემა იყო. ძველი ცივილიზებული სახელმწიფოების მეცნიერები ცდილობდნენ ინფორმაციის გადაცემას უფრო სისტემური მეთოდებით — წერილობითი სახით, რამაც პიქტოგრამების,იეროგლიფებისა და ანბანების გაჩენა გამოიწვია. ქაღალდის გაჩენამდე კი ადამიანები წერდნენ ყველაფერზე, რაც ხელთ მოხვდებოდათ — თიხის ფირფიტებზე, კედლებზე, ფოლადის ნაჭრებზე და ხის მერქანზე.

ძველ დროში ჩამოყალიბდა წიგნის კონსტრურების ორგანიზაცია — ფირფიტების ან ფურცლების ერთობლიობა, რომლებიც შეკრული იყო ოზმის ან ბლოკის სახით. XIII საუკუნიდან ევროპაში წიგნის საწარმოებლად უკვე ქაღალდს იყენებდნენ.  
1629 წელს პირველი ნაბეჭდი ქართული წიგნი გამოვიდა რომში. ეს იყო ქართული ანბანი ლოცვებითურთ და ქართულ-იტალიური ლექსიკონი. მე-18 საუკუნეში თბილისშიც მოეწყო სტამბა და უკვე 1709 წელს დაიბეჭდა "სახარება", "დავითნი", "სამოციქულო" და "ვეფხისტყაოსანი".

Sunday, March 27, 2011

რა არის განათლება? ( ჩემი აზრით)

საინტერესო სიტყვაა "განათლება". ზოგი ხშირად ამ სიტყვის გამოთქმისას შეცდომას უშვებს, განათლება- განათებაში ერევათ, ჩვენ დავცინით და ლოგოპედთან წასვლას ვურჩევთ ხოლმე. მაგრამ , ვცდებით ! სწორედ რომ, შემთხვევით თუ განზრახ ამ ორი სიტყვის ერთმანეთთან დაკავშირება არაა შეცდომა. განათლება არის  წყარო (განათების წყარო) რომელიც ანათებს ადამიანის გონებას. თითქმის ყველაფერი რასაც ჩვენს გარშემო ვამჩნევთ განათლების საშუალებითაა შექმნილი.(ხო მართლა, სიტყვა ლოგოპედის მნიშვნელობაც კი არ გვეცოდინებოდა იმ "ენა-ბლუ" ადამიანებისთვის რომ გვერჩია) . ყურადსაღებია ასევე ,რომ ამ ორი სიტყვას წინ უნდა დავურთოთ  სიტყვა -კარგი. ანუ კარგი განათ(ლ)ება.  თუ ნებას დამრთავთ ილიას "მგზავრის წერილიდან"მოვიყვან მაგალითს. როდესაც, "სომეხმა დახლიდარმა"  ყველა ფარდა კარგად ჩამოაფარა გონებაში , ჩააბნელა და ელოდა რუსი "განმანათლებელი" ოფიცრის სანთლის შემოტანას... მაგრამ სანთელს განა რა სინათლე აქვს?! ჩვენ გვჭირდება უფრო დიდი განათება რაც უფრო დიდ განათლებას მოგვცემს. ხოდა , მივედით ამ ბლოგის იდეამდეც. მე შევეცდები ჩემს და მკითხველის გონებაში დიდი "პროჟექტორი" შევიტანო და უფრო გავაღრმავო ცოდნა  და განათლება    დედამიწაზე არსებულ განათლების წყაროებთან დაკავშირებით. :)) დიდი მადლობა ჩემი მოქარაგმული ტექსტის წაკითხვისთვის :))